Firefox Focus
შეინარჩუნეთ პირადულობა რეკლამების ავტომატური შეზღუდვით და თვალთვალისგან დაცვით iOS-სა და Android-ზე.
შესაძლებლობები
-
დაივიწყეთ სარეკლამო მეთვალყურეები
შეზღუდეთ რეკლამები საძაგელ მეთვალყურეებთან ერთად, რომლებიც ჩუმად აგროვებენ თქვენს მონაცემებს. Firefox Focus არ გიმახსოვრებთ თქვენ, შესაბამისად ვერც ისინი შეძლებენ, ამას.
-
დაიწყეთ სუფთა ფურცლიდან
გაასუფთავეთ ყველა მონაცემი — პაროლები, ისტორია, ფუნთუშები — ერთი შეხებით, როცა მოგესურვებათ.
-
გააუმჯობესეთ მუშაობის სიჩქარე
მოინახულეთ საიტები სწრაფად და მსუბუქად, აბეზარი რეკლამების გარეშე, რომლებიც ანელებს ჩატვირთვას და გაკარგვინებთ მოთმინებას.
მეტი უსაფრთხოება
Firefox არ ყიდის თქვენს პირად მონაცემებზე წვდომის უფლებას, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით. პირადი მონაცემების დაცვის ხელსაწყოებით, თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ, თუ ვის რისი ნახვა შეუძლია.
მეტი თავისუფლება
მოდის აყოლა არაა ჩვენი სტილი. როგორც არამომგებიანი ორგანიზაციის Mozilla-ს ნაწილი, Firefox ხელმძღვანელობს ვებსივრცეში თქვენი უფლებების დაცვას და იბრძვის ისეთი ინტერნეტისთვის, რომელიც თითოეულ ადამიანს მოუტანს სარგებელს — და არა მხოლოდ ერთეულებს.
მეტი წარმადობა
წინ, ინტერნეტში! მთელი წლის მუშაობის შედეგად, Firefox-ის წარმადობა, მკვეთრად გაუმჯობესებულია. ასე რომ, ახლა უკვე გაცილებით მალე ირთვება, ჩქარა გადადის ჩანართებზე და გვერდების თვალიერება შეგიძლიათ უსწრაფესად.