ჩვენი მიზანია: შევინარჩუნოთ ინტერნეტი მუდამ გახსნილი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.

ჩვენი ხელმძღვანელობა მუდამ წინა ხაზზე იდგა ჯანსაღი ინტერნეტისთვის ბრძოლაში, 1-ელივე დღიდან. ერთპიროვნული მმართველობის გაბატონების წინააღმდეგ ბრძოლა, გადაიზარდა ინტერნეტის სიჯანსაღის მხარდამჭერ საერთაშორისო მოძრაობაში.

ახალი Firefox-ის გამოყენებით, იღებთ გასაოცარ სისწრაფეს და ამასთანავე, მხარს უჭერთ Mozilla-ს მიზანს, დარჩეს ინტერნეტი ჯანსაღი, გამორჩეული და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.

გაეცანით, თუ რა მიზნები გვაქვს ვებსამყაროსთან დაკავშირებით და როგორ ვაპირებთ მათ განხორციელებას.

Mozilla-ს IRL-პოდკასტი, რომელსაც ხელმძღვანელობს Manoush Zomorodi უზიარებს ხალხს ნამდვილ ამბებს ინტერნეტთან დაკავშირებით და განიხილავს საკითხებს, ვებსივრცის მომავლის შესახებ.
Mozilla ხალხს აყენებს მოგებაზე წინ ყველა ჩვენი ქმედებით, საქმით და საუბრით. ჩვენი დაწესებულების გულია, არამომგებიანი ფონდი.
გაიცანით უკეთ Mozilla Foundation
დებულებები რომლებიც ჩამოვაყალიბეთ 1998 წელს, დღემდე ძალაშია. 2018 წელს კი შევქმენით დანართი, ჩართულობის, პირადი მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ინტერნეტში ყველასთვის.
წაიკითხეთ ძირითადი დებულებები2000 სტუმარი მიიღება ყოველწლიურად
500 დამსწრე ყოველწლიურად ბერლინის ყრილობებზე სიტყვით გამოსვლებისას
800 ბოთლი ცივი ყავა ისმევა ყოველწლიურად.

შემოუერთდით დაწესებულებას, რომელიც ისწრაფვის განსაზღვრული მიზნისკენ და ქმნის განსაზღვრული დანიშნულების მქონე პროდუქტებს.
Mozilla დასაქმება

თქვენი ხმით. თქვენი კოდით. თქვენი გვერდში დგომით. უამრავი გზაა ინტერნეტის სიჯანსაღის ბრძოლაში ჩასაბმელად.
შემოგვიერთდით