შეამოწმეთ თქვენი მოდულები

თქვენს Firefox-ში ვიდეოები, ანიმაციები და თამაშები მოდულების დამსახურებით მუშაობს. ადევნეთ თვალი მათ მდგომარეობას და უზრუნველყავით მათი სიახლე.

რეკომენდებული განახლებების დაყენების შემდეგ არ დაგავიწყდეთ Firefox-ის ხელახლა გაშვება.

ხშირი კითხვები მოდულებზე

გესაჭირეობათ დახმარება? ეწვიეთ Mozilla მხარდაჭერას.

რა არის მოდული?

  • მოდულები - პატარა პროგრამები, რომელთა დამსახურებითაც თქვენს ბრაუზერში ვიდეოები, ანიმაციები და თამაშები მუშაობს.
  • ისინი Firefox-ის შემადგენლობაში არ შედიან, და ქმნიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Adobe Systems და Apple.

რატომ უნდა განვაახლო მოდულები?

  • მოძველებული მოდულები ზრდიან მავნე პროგრამების, ვირუსების და უსაფრთხოების სხვა საშიშროებების შემოტევების რისკს. მათ ასევე შეუძლიათ ბრაუზერის მუშაობაში წყვეტების გამოწვევა, რაც უარყოფითად იმოქმედებს ინტერნეტში თვენს მუშაობაზე.
  • მოდულების განახლება თქვენს ბრაუზერს შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მუშაობაში ეხმარება.
  • მოდულები ყოველთვის ავტომატურად არ ნახლდება, ამიტომ დროდადრო მათი განახლება თქვენ მოგიწევთ.

როგორ დამეხმარება Firefox?

მომავალში Firefox ავტომატურად განგიახლებთ მოდულებს. მანამდე კი რეგულარულად შეამოწმეთ ეს გვერდი და განაახლეთ მოდულები Firefox-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორ ვნახო, რომელი მოდულებია დაყენებული ჩემს Firefox-ში?

ჩვენ ავტომატურად დავადგინეთ თქვენი მოდულები (ნაჩვენები ზემოთ). Firefox-ში დაყენებული ყველა მოდულის სანახავად, მიჰყევით ამ ნაბიჯებს თქვენს დესკტოპ ბრაუზერში:

  1. გახსენით მენიუ.
  2. აირჩიეთ „დამატებები“.
  3. დააწკაპუნეთ ჩანართზე "მოდულები".

როგორ ამოვრთო მოდული?

Firefox კომპიუტერისთვის:

  1. გახსენით მენიუ.
  2. აირჩიეთ „დამატებები“.
  3. დააწკაპუნეთ ჩანართზე "მოდულები".
  4. დააწკაპუნეთ ჩამოსასშლელს იმ მოდულის გვერდით, რომლის გამორთვაც გსურთ.
  5. აირჩიეთ "არასოდეს გაეშვეს" ხელმისაწვდომი ვარიანტებიდან.

ფრთხილად: მოდულის გამორთვა ნიშნავს, რომ გარკვეული რაღაცეების გაკეთებას ვეღარ შეძლებთ. მაგალითად, თუ Flash-ს გამორთავთ, ზოგიერთ საიტზე ნაკადური ვიდეობის ყურებას ვეღარ შეძლებთ.

უკან - თავში