ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
ანაზღაურების მიღების მეთოდები
ანაზღაურების მიღების პარამეტრების დაყენება და მართვა
ანაზღაურების მიღების მეთოდის დამატების შემდეგ მის დადასტურებას გარკვეული დრო სჭირდება. სანამ დადასტურება მიმდინარეობს, მისი სტატუსი იქნება „მომლოდინე“. დადასტურების დრო დამოკიდებულია ანაზღაურების მიღების მეთოდზე.
როცა ანაზღაურების მიღების მეთოდი, რომელიც დაამატეთ, გამოსაყენებლად მზად იქნება, საშუალება გექნებათ, განსაზღვროთ წესები, რომ თქვენი კუთვნილი თანხა საცხოვრებლების ან/და პროცენტული ოდენობის მიხედვით მიიღოთ სხვადასხვა მეთოდით.
თუ თქვენ მიერ არჩეულ ქვეყანაში ანაზღაურების მიღების ერთ-ერთ ვარიანტად ხელმისაწვდომია PayPal, არსებული ანგარიშის თქვენს Airbnb ანგარიშთან მიბმას შეძლებთ.