ერთი ან რამდენიმე თვის ხანგრძლივობის ჯავშნების გაფორმების უპირატესობები
საცხოვრებლის მინიმუმ 28 ღამით დაჯავშნას აქვს მრავალი უპირატესობა, მათ შორის, შემცირებული ფასი.
საყოფაცხოვრებო პირობები ერთ‑ ან რამდენიმეთვიანი ჯავშნების შემთხვევაში
ერთ‑ ან რამდენიმეთვიან სტუმრობებზე გათვლილ საცხოვრებლებში დამატებითი კომფორტისთვის, ხშირ შემთხვევაში, შემდეგი საყოფაცხოვრებო პირობებია:
- სამზარეულო;
- Wi‑Fi კავშირი;
- სამუშაო სივრცე.
საცხოვრებლის ერთი ან რამდენიმე თვით ძიებისას, აღნიშნული საყოფაცხოვრებო პირობები გამოყოფილი იქნება როგორც ძიების შედეგებში, ისე განცხადების გვერდზე, სექციაში რა დაგხვდებათ.
გრძელვადიანი სტუმრობისას თავი უფრო შინაურულად რომ იგრძნოთ, ზოგიერთ მასპინძელს შეუძლია დაგახვედროთ სხვა ნივთებიც — მაგალითად, დამატებითი ბალიშები თუ საბნები, ქოლგა, ან, ვთქვათ, ტოსტერი და ბლენდერი სამზარეულოში. ამას გარდა, ზოგიერთი მათგანი უსასყიდლოდ სთავაზობს სტუმრებს დასუფთავებას სტუმრობის პერიოდში (უბრალოდ, ჰკითხეთ მასპინძელს, რამდენად შესაძლებელია ეს).
მეტი ხელმისაწვდომი ვარიანტის პოვნა საცხოვრებლის ერთი ან რამდენიმე თვით ძიებისას
კონკრეტულ ან არაფიქსირებულ თარიღებში ძიებისას მაქსიმალურად მეტი თავისუფალი საცხოვრებელი რომ შეგხვდეთ, საშუალება გაქვთ, განავრცოთ საძიებო დიაპაზონი 14 დღემდე პერიოდით.
ერთი ან რამდენიმე თვის ხანგრძლივობის სტუმრობის გაყოფა ორ საცხოვრებელს შორის
თუ ერთი ან რამდენიმე თვით სტუმრობას აპირებთ, მაგრამ სხვადასხვა საცხოვრებელი გირჩევნიათ, შეგიძლიათ, ისარგებლოთ სტუმრობის გაყოფის ფუნქციით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გარკვეული დრო ერთ საცხოვრებელში გაატაროთ, ხოლო დარჩენილი დრო — მეორეში.
სტუმრობის გაყოფის ფუნქციის გამოყენების შემთხვევაში, თქვენთვის სასურველი პერიოდი გაიყოფა 2 დამოუკიდებელ სტუმრობად ერთმანეთის მიყოლებით, რითაც, თავის მხრივ, მეტი ვარიანტი გექნებათ იმისთვის, რომ ერთი გრძელვადიანი სტუმრობისთვის შეარჩიოთ სხვადასხვა საცხოვრებელი, უბანი, ზოგიერთ შემთხვევაში კი — დასახლებული პუნქტი.
ფასდაკლებები ერთი ან რამდენიმე თვის ხანგრძლივობის ჯავშნებზე
გრძელვადიანი ჯავშნების გაფორმების კიდევ ერთი პლუსია თანხის დაზოგვის შესაძლებლობა (ეს კი ვის არ უყვარს?!). ზოგიერთი მასპინძელი სტუმრობის მსურველებს საგანგებოდ სთავაზობს ფასდაკლებას 28 ან მეტი ღამის ხანგრძლივობის ჯავშნებზე, რომელიც ძიებისას აისახება.
თანხის დაზოგვა ერთ‑ ან რამდენიმეთვიანი ჯავშნის ღირებულების საბანკო ანგარიშით გადახდისას
გსურთ, მეტი თანხა დაზოგოთ? თუ აშშ‑ში იმყოფებით, დამატებით თანხას დაზოგავთ, როცა საბანკო ანგარიშით გადაიხდით იმ ჯავშნის ღირებულებას, რომელიც კონკრეტულ კრიტერიუმებს შეესაბამება.
დაკავშირებული სტატიები
- მასპინძელი
ერთ‑ ან რამდენიმეთვიანი ჯავშნების გაფორმების დაშვებამდე გასათვალისწინებელი
ზოგიერთ იურისდიქციაში სტუმრები ერთი თვის შემდეგ მოიჯარის უფლებებს იღებენ, ამიტომ მასპინძლებს ვურჩევთ, გაეცნონ ადგილობრივ კანონებს. - მასპინძელი
ერთი ან რამდენიმე თვით სტუმრობის მსურველთა მასპინძლობა
გრძელვადიანი ჯავშნები დაგეხმარებათ დაკავებულობის მაჩვენებლის გაზრდაში, თანაც უფრო იშვიათად მოგიწევთ საცხოვრებლის მომზადება მომდევნო სტუმრისთ… - სტუმარი
ერთ‑ ან რამდენიმეთვიანი ჯავშნის ღირებულების გადახდა
ერთ‑ ან რამდენიმეთვიანი (მინიმუმ 28 ღამის ხანგრძლივობის) ჯავშნის გაფორმების შემთხვევაში წინასწარ მხოლოდ პირველი თვის ღირებულება ჩამოგეჭრებათ…