ინსტრუქცია
•
სტუმარი
ლეგენდები: დაჯავშნის მოთხოვნა
ლეგენდები: დაჯავშნის მოთხოვნა
ლეგენდების სახით თქვენ მიიღებთ წარუშლელ შთაბეჭდილებებს, რომლებსაც გთავაზობენ მუსიკის, კინოს, ტელევიზიის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროს ლეგენდარული წარმომადგენლები. ყველა ლეგენდარული ვარიანტი წარმოდგენილი იქნება ახალ კატეგორიაში. იქვე იქნება უკუთვლა დაჯავშნის მოთხოვნების მიღების დაწყებამდე და აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინებების მიღების შესაძლებლობა.
დაჯავშნის მოთხოვნამდე გასათვალისწინებელი
- დაჯავშნის მოთხოვნისთვის დაგჭირდებათ Airbnb‑ს მობილური აპი, მოქმედი ანგარიში Airbnb‑ზე, შევსებული პროფილი, ასევე, უნდა იყოთ კრიტერიუმების შესაბამისი ქვეყნის ან რეგიონის რეზიდენტი პირი.
- ლეგენდარული ვარიანტების შერჩევა შეგიძლიათ „ლეგენდების“ კატეგორიაზე გადასვლით.
- ლეგენდარული ვარიანტების შესახებ განცხადებებში მოცემული იქნება უკუთვლის ტაიმერი, რომლის მეშვეობითაც შეიტყობთ, როდის შეგეძლებათ დაჯავშნის მოთხოვნა.
- აპიდან შეგიძლიათ, ჩართოთ გაფრთხილებების მიღება, რომ მათი მეშვეობით გაიგოთ, როდის იწყება და სრულდება ამა თუ იმ ლეგენდარული ვარიანტის დაჯავშნის მოთხოვნების მიღების პერიოდი. გაფრთხილებების მისაღებად აირჩიეთ შეტყობინების მიღება თქვენთვის საინტერესო განცხადებებში ლეგენდარული ვარიანტების შესახებ.
- ამა თუ იმ ლეგენდარული ვარიანტის დაჯავშნის მოთხოვნები მიიღება შეზღუდული დროის განმავლობაში. დაჯავშნის მოთხოვნისთვის აირჩიეთ თარიღები, მიუთითეთ სტუმრები, შემდეგ კი უპასუხეთ, რატომ გსურთ სტუმრობა და შეავსეთ თქვენი პროფილი. ჩვენ შემთხვევითობის პრინციპით ავირჩევთ პოტენციურ სტუმრებს, გავეცნობით მათ პასუხებს — შევიტყობთ, რა განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ ლეგენდარულ ვარიანტთან და მოგზაურობასთან — შემდეგ კი შერჩეულ კანდიდატებს ჯავშნის გასაფორმებლად მოვიწვევთ. გაეცანით წესების სრულ ვერსიას, რომ შეიტყოთ ასაკობრივი და გეოგრაფიული შეზღუდვების, მონაცემთა გამოყენების ხერხების, შემთხვევითი შერჩევის პრინციპისა და სხვა პირობების შესახებ.
- დაჯავშნის მოთხოვნის წარმოდგენა შეგიძლიათ უსასყიდლოდ.
- შერჩეულ სტუმრებს მოვიწვევთ ლეგენდარული ვარიანტის ჯავშნის გასაფორმებლად, რისთვისაც მათ 24 საათი ექნებათ. მგზავრობის ხარჯები ღირებულებაში არ შედის.
- შერჩევის შემთხვევაში ელფოსტით გადმოგცემთ ოქროს საშვს და ჯავშნის გასაფორმებლად მოგიწვევთ. ამას გარდა, push-გაფრთხილებასაც მიიღებთ, თუ შეხსენებების მიღება ჩართული გექნებათ. ჯავშანი 24 საათის განმავლობაში უნდა გააფორმოთ. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოსაწვევს ძალა დაეკარგება.
დაგეხმარათ ეს სტატია?
დაკავშირებული სტატიები
- ინსტრუქცია•მასპინძელი
საცხოვრებლებისთვის კატეგორიების მიკუთვნების წესი
გაეცანით ინფორმაციას Airbnb კატეგორიების შესახებ, რომ დაადგინოთ თქვენ მიერ განთავსებული საცხოვრებლისთვის მიკუთვნებული კატეგორია.