ბიზნეს ცენტრი "მეიდან პალასი"
ლესელიძის ქუჩა 44,
0105 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2438920
სწრაფად და მარტივად: მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია ბაზარზე! გაზარდეთ თქვენი ბიზნესი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებით!
Nielsen Storeჩვენ ვიცნობთ მომხმარებლებს!
რა სურთ მომხმარებლებს? რას უყურებენ ისინი? რას უზიარებენ ერთმანეთს? რა უყვართ მათ?
ჩვენი ინსაითები თქვენი ბიზნესის
წარმატებისთვის!
მომხმარებელთა მოთხოვნილებები მრავალფეროვანია, კონკურენცია კი ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად-მძაფრი. იმისთვის, რომ კონკურენციაში გამარჯვებული აღმოჩნდეთ, პირველ რიგში, მომხმარებელს უნდა დაუკავშირდეთ. ტრადიციული სეგმენტაციის მოდელები ვერ უზრუნველყოფს მარკეტინგული შეთავაზებით სწორ მომხმარებელზე გასვლას, სწორ მომხმარებელთან დაკავშირებას. კონსუმერიზაციას კი ამის მოგვარება შეუძლია. ამ ახალი ტექნიკით სეგმენტაციის არეალი ფართოვდება და ახალი სიზუსტით შესაძლო ხდება სწორი მომხმარებლების გათვლა, მათთან დაკავშირება, მათი თქვენი ბიზნესის შემადგენლად ქცევა. ჩვენ დაგეხმარებით, გაიგოთ თუ ვინ შეიძლება იყოს თქვენთვის ყველაზე მეტად მომგებიანი მომხმარებელი, შემდგომ კი-როგორ განახორციელოთ ინოვაცია, კომუნიკაცია და საქმიანობა მხოლოდ ამ მომხმარებელზე ორიენტირებით.
დღევანდელ ბაზარზე წარმატების მისაღწევად უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ბაზრის კურსით სიარული. კონკურენცია მძაფრია, ახალი პროდუქტები კი - უთვლელი. მხოლოდ დიდ ინოვატორებს შეუძლიათ კონკურენციის მარტივად აღქმა, და არა მხოლოდ მარტივად-ცოტა მაგიურადაც. თუმცა ამ ჭვრეტის მიღმა დევს წარმოუდგენელად დიდი დრო, დისციპლინა და ანალიტიკა. და აქ შემოვდივართ ჩვენც.
ჩვენი ყოვლისმომცველი ინოვაციის პროცესები ემყარება 30 წლიან გამოცდილებას, რომლის დროსაც ვახდენდით პროდუქტებზე სხვადასხვა კამპანიების შემუშავებას, ოპტიმიზაციასა და ვალიდაციას. ჩვენი მიდგომით განვსაზღვრავთ არა მხოლოდ იმას, რასაც მომხმარებელი ამბობს, რომ სჭირდება, არამედ იმას, რაც მას სჭირდება, მაგრამ ჯერ არ უთქვამს. სწორედ აქ დევს საოცარი შესაძლებლობა - თქვენმა ბიზნესმა თავისი სრული პოტენციალის გამოყენებით მიაღწიოს მდგრად განვითარებას.
ეფექტურია მარკეტინგი თუ მას შეტყობინება სწორ მომხმარებლებამდე მიაქვს, ახდენს მათი სურვილების მოთხოვნილებად ფორმირებას და საბოლოო ჯამში, გაყიდვების სტიმულირებას. ამ მიდგომას განვსაზღვრავთ როგორც რაკურსს, რეაქციასა და რეზონანს, მარკეტინგული ეფექტურობის საზომს "3R"-ს.
ჩვენს მიერ შემუშავებული მარკეტინგული ეფექტურობის საზომი სისტემები ინტეგრირებულად მოქმედებს თავისი მიზნის მისაღწევად. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, გაზომოთ თუ რამდენად ეფექტურია თქვენს მიერ ნებისმიერი საშუალებით გაკეთებული ვიდეო, აუდიო თუ ტექსტური რეკლამა. იქნება ეს სატელევიზიო რეკლამა, სმარტფონებზე მიღებული აუდიო მესიჯები თუ ტაბლეტის გამოყენებით სოციალურ მედიაში გასული რეკლამა - თქვენ გეცოდინებათ რეალურად რას იგებთ.
დღევანდელი მომხმარებლის გაგება ადვილი ამოცანა არაა, მაშინ როცა მათი სურვილების და მოთხოვნილებების, ქცევის, შესყიდვის გადაწყვეტილების პროცესების განსაზღვრა უპირველეს პრიორიტეტად რჩება.
მყიდველზე ორიენტირებული ეფექტური მარკეტინგი ითვალისწინებს მომხმარებლების შესწავლას, ზემოქმედების მოხდენას მათი შესყიდვების გადაწყვეტილებებზე და შესაბამისად-გაყიდვების ზრდას. ჩვენი ხედვითა და მიდგომით თქვენი აქტივობები ყოველთვის მყიდველზე იქნება ორიენტირებული. იმისთვის, რომ შესძლოთ საცალო ბაზარზე სწორი მარკეტინგული ღონისძიებების სწორი მიმართულებით დაგეგმვა, ჩვენი სამომხმარებლო კვლევებით შეგვიძლია საფუძვლიანად შევისწავლოთ თქვენი მომხმარებლების ქცევა და დაგიდგინოთ, თუ რა შეიძლება იდგას შესყიდვის გადაწყვეტილების მიღმა.
ეფექტური მართვა ასევე უკავშირდება იმ ფაქტორების დადგენას, რომელიც შესყიდვის გადაწყვეტილებებზე მოქმედებს და საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ფასისა და სტიმულირების სტრატეგიებს. ჩვენ დაგეხმარებით, გაზომოთ ყველა ეს სავაჭრო ცვლადი და მათი ზეგავლენა თქვენი გაყიდვების მთლიან მოცულობაზე.
გაიგეთ, როგორ მიიღოთ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილება!
დაგვიკავშირდით