თუ მასპინძელი თანხის Airbnb‑ს გვერდის ავლით გადახდას გთხოვთ…
როგორც წესი, ჯავშნის სრულ ღირებულებას Airbnb კრეფს, თუმცა ამ კუთხით არსებობს რამდენიმე იშვიათი გამონაკლისი. ზოგიერთ მასპინძელს Airbnb‑ს პლატფორმის მიღმა უწევს გარკვეული დამატებითი თანხის მიღება, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ფასის დეტალიზაციაში (ჯავშნის გაფორმების მომენტში) და საცხოვრებლის აღწერილობაში (ჯავშნის გაფორმებამდე).
თანხები, რომელთა მიღებაც მასპინძელს უშუალოდ სტუმრებისგან შეუძლია
არსებობს შემთხვევები, როცა მასპინძელს გარკვეული გადასახადებისა და მოსაკრებლების აკრეფა სჭირდება უშუალოდ სტუმრებისგან, Airbnb‑ს პლატფორმის მიღმა. აღნიშნულის უფლება ყველა მასპინძელს არ აქვს, ხოლო დამატებითი მოსაკრებლები დეტალურად უნდა იყოს განმარტებული საცხოვრებლის აღწერილობასა და სახლის წესებში, თუ ისინი ჯავშნის გაფორმებამდე არ აისახება ფასის დეტალიზაციაში. ამ ტიპის მოსაკრებლების გადახდა, როგორც წესი, საჭიროა სტუმრობამდე, დაბინავებისას ან სტუმრობის დასრულების შემდეგ 48 საათის განმავლობაში.
ბინადრობის ადგილობრივი გადასახადების ადგილზე აკრეფას ზოგან მასპინძლებს კანონი ავალდებულებს. შეიტყვეთ ვრცლად იმის შესახებ, თუ რა ტიპის ოფიციალური მოსაკრებლების გადახდა ეკისრებათ სტუმრებს.
ამას გარდა, ზოგიერთი მასპინძელი სტუმრებს მეტი კომფორტისთვის სთავაზობს დამატებით საყოფაცხოვრებო პირობებსა თუ ნივთებს, რომლებიც მათ, სურვილისამებრ, შეუძლიათ მოითხოვონ. აღნიშნულისთვის თანხის გადახდა გათვალისწინებულია Airbnb‑ზე, საკითხების გადაწყვეტის ცენტრის მეშვეობით.
შეიტყვეთ ვრცლად იმის შესახებ, თუ რა ტიპის თანხების მიღება შეუძლიათ მასპინძლებს Airbnb‑ს გვერდის ავლით.
სამოქმედო რჩევები მასპინძლის მიერ თანხის Airbnb‑ს გვერდის ავლით გადახდის თხოვნის შემთხვევაში
თუ მასპინძელი გთხოვთ, დაფაროთ გადასახადი ან მოსაკრებელი, რომელიც დადასტურებულად ექვემდებარება Airbnb‑ს პლატფორმის მიღმა აკრეფას და რომელიც აღნიშნული იყო როგორც საცხოვრებლის აღწერილობაში (ან სახლის წესებში), ისე ჯავშნის გაფორმებისას ფასის დეტალიზაციაში, მაშინ შეათანხმეთ მასპინძელთან მისი გადახდის საკითხი. როგორც წესი, მასპინძლისთვის თანხის გადახდა შესაძლებელია საკითხების გადაწყვეტის ცენტრის გამოყენებით, Airbnb‑სგან განსხვავებული გადახდის მეთოდის საშუალებით ან პირადად.
თანხის გადახდის საეჭვო თხოვნების შეტყობინება Airbnb‑სთვის
თუ ვინმე წინასწარი შეტყობინების გარეშე გთხოვთ თანხის Airbnb‑ს გვერდის ავლით გადახდას (მაგალითად, პირდაპირ Airbnb‑ს, ელფოსტის ან კომუნიკაციის სხვა მეთოდის საშუალებით), შესაძლოა, საქმე თაღლითობასთან გქონდეთ. გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ, თუ:
- ეჭვი გაქვთ თაღლითობაზე;
- სრულიად მოულოდნელად მიიღეთ თანხის Airbnb‑ს გვერდის ავლით გადახდის თხოვნა;
- გსურთ, გაასაჩივროთ მასპინძლის მოთხოვნა თანხის გადახდასთან დაკავშირებით;
- მიიღეთ ელწერილი პლატფორმის მიღმა არასანქცირებული საგადახდო ოპერაციის შესრულების თაობაზე (აღნიშნული მოიცავს თანხის გადახდის თხოვნებს პირებისგან, რომლებიც თავს Airbnb‑ს წარმომადგენლებად ასაღებენ).
ყურადღება მიაქციეთ თაღლითობის ნიშნებს: ფულად ან საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებულ თხოვნებს, ინვოისების PDF‑ ან მატერიალურ ვერსიებს და ა.შ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, როცა ვინმე იყენებს ტერმინებს: Western Union, MoneyGram, საბანკო ჩეკი, საგადახდო დავალება, Liberty Reserve და მისთ.
საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება
საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება კომპიუტერის მეშვეობით
- დაწკაპუნებით აირჩიეთ შეტყობინებები, შემდეგ კი — მიმოწერა, რომლის შესახებაც გსურთ შეტყობინება
- შეტყობინებაში დააწკაპუნეთ სამ წერტილს
- დაწკაპუნებით აირჩიეთ
საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება
- დაწკაპუნებით აირჩიეთ, რატომ გვატყობინებთ მონაწერის შესახებ, შემდეგ კი — კარგი
- მიუთითეთ დამატებითი ცნობები (თუ სავალდებულოა), შემდეგ კი დაწკაპუნებით აირჩიეთ გადაგზავნა
საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება Airbnb‑ს აპის მეშვეობით
- შეხებით აირჩიეთ შეტყობინებები
და შემდეგ — მიმოწერა, რომლის შესახებაც გსურთ შეტყობინება
- ხანგრძლივად შეეხეთ შეტყობინებას, სამი წერტილი
რომ გამოჩნდეს
- შეხებით აირჩიეთ
საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება
- შეხებით აირჩიეთ, რატომ გვატყობინებთ მონაწერის შესახებ, შემდეგ კი — კარგი
- მიუთითეთ დამატებითი ცნობები (თუ სავალდებულოა), შემდეგ კი შეხებით აირჩიეთ გადაგზავნა
საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება Airbnb‑ს აპის მეშვეობით
- შეხებით აირჩიეთ შეტყობინებები
და შემდეგ — მიმოწერა, რომლის შესახებაც გსურთ შეტყობინება
- ხანგრძლივად შეეხეთ შეტყობინებას, სამი წერტილი
რომ გამოჩნდეს
- შეხებით აირჩიეთ
საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება
- შეხებით აირჩიეთ, რატომ გვატყობინებთ მონაწერის შესახებ, შემდეგ კი — კარგი
- მიუთითეთ დამატებითი ცნობები (თუ სავალდებულოა), შემდეგ კი შეხებით აირჩიეთ გადაგზავნა
საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება მობილური ბრაუზერის მეშვეობით
- შეხებით აირჩიეთ შეტყობინებები, შემდეგ კი — მიმოწერა, რომლის შესახებაც გსურთ შეტყობინება
- შეეხეთ შეტყობინებას, სამი წერტილი
რომ გამოჩნდეს
- შეხებით აირჩიეთ
საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება
- შეხებით აირჩიეთ, რატომ გვატყობინებთ მონაწერის შესახებ, შემდეგ კი — კარგი
- მიუთითეთ დამატებითი ცნობები (თუ სავალდებულოა), შემდეგ კი შეხებით აირჩიეთ გადაგზავნა
შენიშვნა: ჯავშნების Airbnb‑ს გვერდის ავლით გაფორმება არღვევს ჩვენს მომსახურების პირობებს. თუ დავადგენთ, რომ ჯავშანი მესამე მხარის დახმარებით გაფორმდა, უფლებამოსილი ვიქნებით, გავაუქმოთ ჯავშანი, პარალელურად კი შევწყვიტოთ ჯავშნის გამფორმებელი პირისა და სტუმრის ანგარიშების მოქმედება.
დაკავშირებული სტატიები
- სტუმარი
თანხის მიღება Airbnb‑ს გვერდის ავლით
როგორც წესი, მასპინძლებს არ აქვთ Airbnb-ს პლატფორმის მიღმა დამატებითი გადასახადებისა თუ მოსაკრებლების აკრეფის უფლება Airbnb-ს უშუალო ნებართვ… - სტუმარი
თუ მასპინძელი დამატებით თანხას ითხოვს
ფასთან დაკავშირებულ მთელ ინფორმაციას გაეცნობით Airbnb-ს მეშვეობით ჯავშნის გაფორმებისას, თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისები. - სტუმარი
მასპინძელთა და სტუმართა უსაფრთხოება
ჩვენი გაერთიანების წევრებისთვის მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც Airbnb‑ს მეშვეობით სტუმრობისა, შთაბეჭდილებების მიღებისა და ურთიერთო…