Firefox Focus

შეინარჩუნეთ პირადულობა რეკლამების ავტომატური შეზღუდვით და თვალთვალისგან დაცვით iOS-სა და Android-ზე.

შესაძლებლობები

  • დაივიწყეთ სარეკლამო მეთვალყურეები

    შეზღუდეთ რეკლამები საძაგელ მეთვალყურეებთან ერთად, რომლებიც ჩუმად აგროვებენ თქვენს მონაცემებს. Firefox Focus არ გიმახსოვრებთ თქვენ, შესაბამისად ვერც ისინი შეძლებენ, ამას.

  • დაიწყეთ სუფთა ფურცლიდან

    გაასუფთავეთ ყველა მონაცემი — პაროლები, ისტორია, ფუნთუშები — ერთი შეხებით, როცა მოგესურვებათ.

  • გააუმჯობესეთ მუშაობის სიჩქარე

    მოინახულეთ საიტები სწრაფად და მსუბუქად, აბეზარი რეკლამების გარეშე, რომლებიც ანელებს ჩატვირთვას და გაკარგვინებთ მოთმინებას.

მეტი თავისუფლება

მოდის აყოლა არაა ჩვენი სტილი. როგორც არამომგებიანი ორგანიზაციის Mozilla-ს ნაწილი, Firefox ხელმძღვანელობს ვებსივრცეში თქვენი უფლებების დაცვას და იბრძვის ისეთი ინტერნეტისთვის, რომელიც თითოეულ ადამიანს მოუტანს სარგებელს — და არა მხოლოდ ერთეულებს.

იყავით დამოუკიდებელი Firefox-თან ერთად

მეტი წარმადობა

წინ, ინტერნეტში! მთელი წლის მუშაობის შედეგად, Firefox-ის წარმადობა, მკვეთრად გაუმჯობესებულია. ასე რომ, ახლა უკვე გაცილებით მალე ირთვება, ჩქარა გადადის ჩანართებზე და გვერდების თვალიერება შეგიძლიათ უსწრაფესად.

გააკეთეთ მეტი Firefox-ით