მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გრიგორიანული კალენდარი, ახალი სტილი (365.2425 დღე-ღამე) — მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გამოიყენება. იგი იულიუსის კალენდრის მოდიფიკაციაა და მისი ჩანაცვლების მიზნით შემოღებულ იქნა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII-ის მიერ. უმთავრესი განსხვავებაა ნაკიანი წლების განსხვავებული განაწილება, რომელმაც წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა 365.2425 დღეზე დაიყვანა. ეს უფრო ახლოა დედამიწის მზის გარშემო მოძრაობაზე დაკვირვებით დადგენილი ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან, რომელიც 365.2422 დღეს შეადგენს.

დღის სტატია

ამერიგო ვესპუჩი
ამერიგო ვესპუჩი

ამერიგო ვესპუჩი (Amerigo Vespucci; დ. 19 მარტი, 1454 — გ. 22 თებერვალი, 1512) — იტალიელი ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფი. მას მთავარი როლი ეკავა ორ რეისში, რომლებიც იკვლევდა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს 1499-1502 წლებში. მეორე რეისის დროს აღმოაჩინა, რომ სამხრეთი ამერიკა იმაზე მეტად ფართოვდებოდა სამხრეთისკენ, ვიდრე ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი.

ვესპუჩის მოგზაურობები ცნობილი გახდა ევროპისათვის, როდესაც 1502-1504 წლებში გამოქვეყნდა მისი ჩანაწერები. 1507 წელს მარტინ ვალდზეემიულერმა გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც მან ახალ კონტინენტს უწოდა „ამერიკა“, ვესპუჩის პირველი სახელი.

სიახლეები

ალექსანდრ სტუბი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


22 თებერვალი — ამ დღეს...

ჟონას სავიმბი
ჟონას სავიმბი
  • 1744 : ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის : ბრიტანეთის ხომალდები ესპანეთ-საფრანგეთის გაერთიანებულ ფლოტს ეხსმიან თავს ხმელთაშუა ზღვაში ქალაქ ტულონთან (საფრანგეთი).
  • 1819 : ადამს-ონისის ხელშეკრულებით ესპანეთმა ფლორიდა აშშს $5 მილიონად მიჰყიდა.
  • 1856 : რესპუბლიკელთა პარტია პირველ ეროვნულ შეხვედრას მართავს პიტსბურგში, პენსილვანია.
  • 1921 : შეიქმნა საბჭოთა კავშირის გოსპლანი — სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტი.
  • 1943 : ადოლფ ჰიტლერის რეჟიმის უსისხლო წინააღმდეგობის მოძრაობის თეთრი ვარდი წევრები ჩამოახრჩვეს ნაცისტებმა.
  • 1958 : ეგვიპტე და სირია გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკას ქმნიან.
  • 2002 : ანგოლის ანტიკომუნისტი მეამბოხე და პარტია უნიტა-ს ლიდერი ჟონას სავიმბი (სურათზე) მოკლეს სამთავრობო ჯარებმა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი