Airbnb-ს მეშვეობით მოგზაურობის ახალი ხერხი
გადაუხვიეთ ტურისტულ მარშრუტებს და ბოლომდე ჩაერთეთ უნიკალურ თავგადასავალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს მცირე ჯგუფური მოგზაურობა გრძელდება 2-დან 10 დღემდე და მისი ღირებულება 99 დოლარიდან იწყება, საცხოვრებლის, საჭმლის და აქტივობების ჩათვლით. პროფესიონალი ადგილობრივი მასპინძლები იზრუნებენ დეტალებზე, თქვენ, უბრალოდ, ადგილზე უნდა გამოცხადდეთ.
მოგზაურობის დაგეგმვა ადვილი უნდა იყოს
შექმნილია ყველა დონის გათვალისწინებით
თავგადასავლები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. არ არის აუცილებელი, რომ ბეისჯამფინგით გატაცებული ადრენალინის მოყვარული ან უკაცრიელი ადგილების უშიშარი დამლაშქრავი იყოთ. ერთადერთი, რაც გჭირდებათ სწორად შერჩეული გიდია.
ამიტომაც, Airbnb თავგადასავლების მასპინძლები მოაზროვნე ექსპერტები არიან, რომლებსაც ადგილობრივ გაერთიანებებში ღრმად აქვთ ფესვები გამჯდარი. მათ მიერ შექმნილი თავგადასავლები განსხვავებული ბიუჯეტის, ინტერესებისა და სამოგზაურო გეგმების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. არ აქვს მნიშვნელობა დამწყები მოლაშქრე ხართ, თუ გამოცდილი მოგზაური — თავგადასავალი მოიძებნება ყველასთვის. ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი, ასე რომ, უბრალოდ დაჯავშნეთ და გაემგზავრეთ.
თქვენს ინტერესებზე მორგებული თავგადასავალი
მნიშვნელობა არ აქვს, გურმანი ხართ თუ ლაშქრობებში მოსიარულე, გიყვართ ცხოველები თუ არქეოლოგია გიტაცებთ, არის თავგადასავალი, რომელიც თქვენს გატაცებას ეძღვნება.
თავგადასავალი გაინტერესებდათ და აი, ისიც
ექვსი უცხო ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან თავგადასავლის საძიებლად გაემგზავრა უცნობი მიმართულებით. ნახეთ ვიდეო მათი განუმეორებელი მოგზაურობის შესახებ.
გადაიღეთ ყველაფერი
დაჯავშნეთ თავგადასავალი და მიიღეთ 200$-იანი ფასდაკლება GoPro HERO7 Black Adventure Kit-ზე.