იმუშავეთ ქსელში, როგორც მოგესურვებათ
ქსელში დიდ დროს ატარებთ. თქვენ იმსახურებთ პერსონალურ ბრაუზერს, რომელსაც ასე საჭირო ფუნქციურობა და მოქნილობა გააჩნია. თქვენ იმსახურებთ Vivaldi-ს, ამიტომ ის თქვენთვის შევქმენით!
ცადეთ ახლავეGet an in-depth overview of your browsing habits, backed by statistics and visual data. With History more useful than ever before, you can quickly scan through visited websites and get helpful hints for finding old links.
Explore your history
ესესთვის ან სტატიისთვის ჩინებული ციტატა იპოვნეთ? ჩააკოპირეთ ტექსტი და ბმული ჩანაწერების პანელში. დაამატეთ ეკრანის ანაბეჭდიც, თუ ვინიცობაა, გვერდი დროთა განმავლობაში შეიცვალა.
დაიწყეთ ჩანაწერების გაკეთება
ყველა ადამიანი უნიკალურია და განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. Vivaldi-ში გვჯერა, რომ პროგრამა ისე უნდა მუშაობდეს, როგორც თქვენ გჭირდებათ. ამიტომ ჩვენ თქვენ გერგებით! Vivaldi-ს საკუთარ თავზე მორგება ძალიან მარტივია. ფანჯრის გვერდზე ან ძირზე განგლაგებული ჩანართები გსურთ? ან იქნებ მისამართის ზოლის მდებარეობის შეცვლა გსურთ? იქნება ეს კლავიატურის მალსახმობები, მაუსით ჟესტიკულაცია თუ ჩანართის ფერები - Vivaldi მათი შეცვლის შესაძლებლობას გაძლევთ.
შეუდექით მორგებას
გიყვართ ბრაუზერში ბევრი ჩანართის გახსნა? მაშინ მათი შეჯგუფება გესაჭირეობათ. ეს ფუნქცია რამდენიმე ჩანართის ერთში შეჯგუფების საშუალებას გაძლევთ. უბრალოდ გადაათრიეთ ჩანართი სხვაზე მათ შესაჯგუფებლად. განლაგების ფუნქციის დახმარებით კი რამდენიმე ჩანართის ერთ ფანჯარაში გახსნა შეგიძლიათ. ჩანართების რამდენიმე ჯგუფის განლაგებით მათ შორის გადაადგილება ერთი წკაპით შეგიძლიათ. მეტი ძალაუფლება თქვენთვის!
მოსინჯეთ Vivaldi
ავტომობილის შეძენისას განსხვავებულ ფერებს და შესაძლებლობებს გთავაზობენ. Vivaldi-ს გამოყენებისას ჩვენი გემოვნებით არ იზღუდებით. გამოიყენეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტილებიდან ერთ-ერთი, ან მარტივად შექმენით საკუთარი!
ბრძანებების სტრიქონის მოყვარული ხართ? მაშინ Vivaldi მოგეწონებათ. სწრაფი ბრძანებები მრავალ გახსნილ ჩანართში, სანიშნებში, ისტორიაში, პარამეტრებში და მრავალ სხვაში ორიენტირებაში გეხმარებათ.
ერთი დეტალი Vivaldi-ს უნიკალურს ხდის - ის თანამედროვე ვებ ტექნოლოგების გამოყენებითაა შექმნილი. ჩვენ მომხმარებლის ინტერფეისის შესაქმნელად ვიყენებთ JavaScript-ს და React-ს, კიდევ Node.js-ს და NPM მოდულების ვრცელ სიას. ბრაუზერი Vivaldi - ეს ქსელია, შექმნილი ქსელითვე.
Vivaldi-ის ფერთა სქემა თქვენ ბრაუზინგთან ერთად განიცდის ადაპტაციას, ისევე, როგორც ქამელეონი მისი გარემოს მიხედვით. სუფთა და თანამედროვე შესახედაობა ფანჯრის შიგთავსს ავსებს. Facebook Vivaldi-ს ალურჯებს, The Verge მას ნარინჯისფერს გახდის - რა თქმა უნდა, თუ თქვენ ასე მოისურვებთ.
Vivaldi უმეტესი მოქმედებებისთვის მაუსით ჟესტიკულაციას და კლავიატურის მალსახმობებს გთავაზობთ. ამასთან ერთად საკუთარი ჟესტების და მალსახმობების შექმნაც შეგიძლიათ. ერთღილაკიანი ბრძანებები თქვენს საყვარელ ბრძანებებთან კიდევ უფრო სწრაფი წვდომის საშუალებას გაძლევთ.
რამდენი სანიშნი გაქვთ თქვენს ბრაუზერში? 56, 225 თუ 1056? თუ სანიშნებს ხშირად იყენებთ მაშინ სწორ ადგილას მოხვედით! Vivaldi-ს სანიშნების მმართველით შეგიძლიათ მოაწესრიგოთ და გახსნათ სანიშნები რაციონალურად. თქვენ უსწრაფესი წვდმისათვის ასევე შეგიძლიათ საკუთარი ტეგების და მეტსახელების დაყენება.
შექმენით ნებისმიერი ვებ-საიტის ვებ-პანელი მათზე სწრაფი და მარტივი წვდომისთვის. ეს შესაძლოა იყოს ლექსიკონები, სიახლეები, ყველაფერი, რასაც ისურვებთ - ჩაატარეთ ექსპერიმენტები!
რამდენიმე დახვეწილი ფუნქცია უკვე ჩადგმულია, მათ შორის ჩანართების გადახედვა და ბრაუზერის ფანჯარაში ჩანართების გადაადგილების საშუალება.
Vivaldiგამოცდილ მომხმარებლებზეა გათვლილია და შესაძლოა სწორედ ის ბრაუზერი იყოს რომელსაც ელოდებოდით.
Vivaldi-ზე შეყვარებული ვარ - მას შესანიშნავი ფუნქციები აქვს ჩანართების სამართავად, მათ შორისაა საძიებო ველი, რომლითაც გახსნილი ჩანართების საკვანძო სიტყვით პოვნა შეგიძლიათ და "მოზაიკური" ხედი, რომელიც რამდენიმე ჩანართის გვერდიგვერდ ნახვის საშუალებას გაძლევთ.