კონტენტზე გადასვლა
წარმოგიდგენთ

Airbnb თავგადასავლები

იმოგზაურეთ არაჩვეულებრივ ადგილებში მასპინძელთან ერთად, რომლისთვის მომზადებაც არ გჭირდებათ.

Airbnb-ს მეშვეობით მოგზაურობის ახალი ხერხი

გადაუხვიეთ ტურისტულ მარშრუტებს და ბოლომდე ჩაერთეთ უნიკალურ თავგადასავალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს მცირე ჯგუფური მოგზაურობა გრძელდება 2-დან 10 დღემდე და მისი ღირებულება 99 დოლარიდან იწყება, საცხოვრებლის, საჭმლის და აქტივობების ჩათვლით. პროფესიონალი ადგილობრივი მასპინძლები იზრუნებენ დეტალებზე, თქვენ, უბრალოდ, ადგილზე უნდა გამოცხადდეთ.

მოგზაურობის დაგეგმვა ადვილი უნდა იყოს

პროფესიონალების მიერ დაგეგმილი მარშრუტები
აირჩიეთ მცირე ჯგუფებისთვის განკუთვნილი ასობით მოგზაურობიდან. მათ წარუძღვებიან ექსპერტი მასპინძლები, რომლებსაც საფუძვლიანი ცოდნა აქვთ ადგილობრივი გაერთიანებებისა და სანახაობების შესახებ.
საცხოვრებელი და კვება შედის
მოგზაურობის დაგეგმვასთან ერთად, თავგადასავლების მასპინძლები სტუმრებს საცხოვრებლითა და საჭმლით უზრუნველყოფენ. საჭიროა მხოლოდ დაჯავშნა.
საორგანიზაციო საკითხები მოგვარებულია
დაზოგეთ დრო ეკიპირების შერჩევაზე და ნუ ღელავთ იმაზე, თუ რა წაიღოთ. მასპინძლები მოგაწვდიან თან წასაღები ნივთების სიას და თქვენს ტრანსპორტირებაზე იზრუნებენ.

შექმნილია ყველა დონის გათვალისწინებით

თავგადასავლები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. არ არის აუცილებელი, რომ ბეისჯამფინგით გატაცებული ადრენალინის მოყვარული ან უკაცრიელი ადგილების უშიშარი დამლაშქრავი იყოთ. ერთადერთი, რაც გჭირდებათ სწორად შერჩეული გიდია.

ამიტომაც, Airbnb თავგადასავლების მასპინძლები მოაზროვნე ექსპერტები არიან, რომლებსაც ადგილობრივ გაერთიანებებში ღრმად აქვთ ფესვები გამჯდარი. მათ მიერ შექმნილი თავგადასავლები განსხვავებული ბიუჯეტის, ინტერესებისა და სამოგზაურო გეგმების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. არ აქვს მნიშვნელობა დამწყები მოლაშქრე ხართ, თუ გამოცდილი მოგზაური — თავგადასავალი მოიძებნება ყველასთვის. ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი, ასე რომ, უბრალოდ დაჯავშნეთ და გაემგზავრეთ.

თქვენს ინტერესებზე მორგებული თავგადასავალი

მნიშვნელობა არ აქვს, გურმანი ხართ თუ ლაშქრობებში მოსიარულე, გიყვართ ცხოველები თუ არქეოლოგია გიტაცებთ, არის თავგადასავალი, რომელიც თქვენს გატაცებას ეძღვნება.

თავგადასავლები თქვენთან ახლოს

თავგადასავლები თქვენთან ახლოს

თავგადასავალი გაინტერესებდათ და აი, ისიც

ექვსი უცხო ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან თავგადასავლის საძიებლად გაემგზავრა უცნობი მიმართულებით. ნახეთ ვიდეო მათი განუმეორებელი მოგზაურობის შესახებ.

პასიფიკა, აშშ

რიკი

„ეგრევე ახალგაზრდობა გამახსენდა. გულის სიღრმეში ისევ თავგადასავლების მოყვარული ვარ“.
კოლუმბუსი, აშშ

პატრისი

„დიუნებზე ავედით და ვარსკვლავებს ვუყურებდით. ახლა ზუსტად ასეთი განმარტოება მჭირდებოდა“.
ელ-ეხიდო, ესპანეთი

დევიდი

“It’s been a really rough year. This trip was the spark I needed to start a new beginning.”
ბანგკოკი, ტაილანდი

მეგი

„შიშის ერთმანეთისთვის გაზიარებამ დაგვაახლოვა. უცხოები აღარ ვართ, ოჯახი ვართ“.
ლონდონი, ინგლისი

მაიკლი

„შეიძლება ულამაზეს ადგილას აღმოჩნდე, მაგრამ მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ მისთვის სიცოცხლის შთაბერვა, თორემ უბრალო დეკორაციად დარჩება“.
ფილადელფია, აშშ

ელი

„თავიდან დეტალები მაინტერესებდა, თუმცა შემდეგ მოულოდნელობის ეფექტი ვამჯობინე“.
პასიფიკა, აშშ

რიკი

„ეგრევე ახალგაზრდობა გამახსენდა. გულის სიღრმეში ისევ თავგადასავლების მოყვარული ვარ“.
კოლუმბუსი, აშშ

პატრისი

„დიუნებზე ავედით და ვარსკვლავებს ვუყურებდით. ახლა ზუსტად ასეთი განმარტოება მჭირდებოდა“.
ელ-ეხიდო, ესპანეთი

დევიდი

“It’s been a really rough year. This trip was the spark I needed to start a new beginning.”
ბანგკოკი, ტაილანდი

მეგი

„შიშის ერთმანეთისთვის გაზიარებამ დაგვაახლოვა. უცხოები აღარ ვართ, ოჯახი ვართ“.
ლონდონი, ინგლისი

მაიკლი

„შეიძლება ულამაზეს ადგილას აღმოჩნდე, მაგრამ მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ მისთვის სიცოცხლის შთაბერვა, თორემ უბრალო დეკორაციად დარჩება“.
ფილადელფია, აშშ

ელი

„თავიდან დეტალები მაინტერესებდა, თუმცა შემდეგ მოულოდნელობის ეფექტი ვამჯობინე“.
A I R B N B + G O P R O

გადაიღეთ ყველაფერი

დაჯავშნეთ თავგადასავალი და მიიღეთ 200$-იანი ფასდაკლება GoPro HERO7 Black Adventure Kit-ზე.