გადმოდით Chrome-იდან Firefox-ზე სულ რამდენიმე წუთში
Firefox-ზე გადმოსვლა შესაძლებელია უსწრაფესად, მარტივად და უდანაკარგოდ. Firefox-ზე სრულად გადმოვა თქვენი სანიშნები, შევსებული ველების მონაცემები, პაროლები და პარამეტრები Chrome-იდან.
იხილეთ ვრცლადჩამოტვირთეთ Firefox — ქართული
თქვენი სისტემა შესაძლოა Firefox-ის მოთხოვნებს არ ექვემდებარებოდეს, მაგრამ შეგიძლიათ ამ ვერსიებიდან ერთ-ერთი ცადოთ:
ჩამოტვირთეთ Firefox — ქართული
თქვენი სისტემა ვერ აკმაყოფილებს Firefox ბრაუზერის მოთხოვნებს.
თქვენი სისტემა ვერ აკმაყოფილებს Firefox ბრაუზერის მოთხოვნებს.
გთხოვთ, Firefox-ის დასაყენებლად მიჰყვეთ ამ მითითებებს.
“მეტად სწრაფი და კიდევ უფრო მეტად მსუბუქი, Firefox Quantum უკან იტოვებს Chrome-ს.” — (Digital Trends)
ბრაუზერის წარმოუდგენლად მძლავრი ძრავა? დიახ. ნაკლები დრო, გვერდების გახსნისას? დიახ. Firefox ახლა უკვე ორჯერ მეტად სწრაფია, ვიდრე აქამდე იყო.
მეხსიერების ნაკლები მოხმარება გულისხმობს მეტ თავისუფლებას, თქვენი კომპიუტერის სწრაფად და შეუფერხებლად მუშაობისთვის. ყველა დანარჩენი პროგრამა, მადლიერი დაგრჩებათ.
არ აქვს მნიშვნელობა 10 თუ 1000 ჩანართს გახსნით, მათ შორის გადართვა ხდება უსწრაფესად, Firefox-ის ახალი ძრავის მეშვეობით.
Firefox-ზე გადმოსვლა შესაძლებელია უსწრაფესად, მარტივად და უდანაკარგოდ. Firefox-ზე სრულად გადმოვა თქვენი სანიშნები, შევსებული ველების მონაცემები, პაროლები და პარამეტრები Chrome-იდან.
იხილეთ ვრცლადმძლავრი პირადი დათვალიერების რეჟიმი, თვალყურის დევნისგან დაცვით.
Firefox ზღუდავს ინტერნეტში მუშაობისას, მეთვალყურე ელემენტებს და არ იმახსოვრებს თქვენს ისტორიას.
ზოგიერთი რეკლამა შეიცავს ფარულ მეთვალყურე ელემენტებს, რომელიც თვალს ადევნებს თქვენს მოქმედებებს ინტერნეტში. მიუღებელია. გვესმის. ამიტომაც, ჩვენი მძლავრი ხელსაწყოები მყისიერად ზღუდავს მათ.
რეკლამებისა და სხვა თვალყურისმდევნელი შიგთავსის შეზღუდვით, რომელიც ანელებს ინტერნეტში მუშაობას, გვერდების ჩატვირთვა სწრაფდება 44%-ით. ყველაფერი ურთიერთსასარგებლოა.
ეკრანისთვის სურათების მარტივად გადაღება. გადაუღეთ და გააზიარეთ პირდაპირ Firefox-იდან. რაც ნიშნავს, რომ აღარ დაგჭირდებათ გაურკვეველი დასახელების ფაილების ძიება კომპიუტერში.
ჩაშენებული პირდაპირ ხელსაწყოთა ზოლზე, არაჩვეულებრივი საშუალება გვერდების წინასწარი ჩანიშვნისთვის, მოგვიანებით სანახავად. იხილეთ სასურველი სტატიები, ვიდეოები და საიტები, ნებისმიერ მოწყობილობაზე.
შემუშავებულია ახალი თაობის თამაშებისთვის, ანუ Firefox-ში პირდაპირ ჩაშენებულია WASM და WebVR ტექნოლოგიების მხარდაჭერა. დამატებით, არაფრის დაყენებას არ საჭიროებს!
დაზოგეთ დრო! თქვენ მიერ Pocket-ში შენახული გვერდები, სანიშნები, მონახულებული გვერდების ისტორია, ეკრანის სურათები და ჩამოტვირთები თავმოყრილი იქნება ერთად, მოსახერხებელ ადგილას.
მოირგეთ Firefox ათასობით დამატების დახმარებით, როგორიცაა LastPass, uBlock Origin, Evernote და ა.შ.
გააფორმეთ Firefox თქვენი ხასიათის შესაბამისად! შეარჩიეთ ახალი იერსახე, ჩვენი თემების ნაკრებიდან, ან შექმენით საკუთარი.
გქონდეთ მუდმივი წვდომა თქვენს პაროლებთან, სანიშნებთან და ა.შ. ამასთან, გამოიყენეთ ჩვენი ჩანართების გაგზავნის შესაძლებლობა, გახსნილი გვერდების მყისიერად გასაზიარებლად, სხვადასხვა სამაგიდო, მობილურ და პლანშეტურ მოწყობილობებს შორის.
Firefox-ის შემქმნელია Mozilla, ინტერნეტის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის მებრძოლი, არამომგებიანი კომპანია. Mozilla თავდაუზოგავად ცდილობს პირადი მონაცემების ხელყოფის, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და სოციალურ ქსელებში, ურთიერთშეურაცხმყოფელი დაპირისპირებების აღკვეთას, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და ცნობიერების დონის ასამაღლებელი პროგრამებით, ასევე ახალი ტექნოლოგიების განვითარებით, ინტერნეტის მეტად გაჯანსაღებისთვის.
იხილეთ Firefox Quantum.
სწრაფი და მეტად შედეგიანი.