მთავარი გვერდი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
|
||||
როზეტის ქვა — გრანოდიორიტის სტელა, რომელზეც აღბეჭდილია ძვ. წ. 196 წელს მემფისში (ეგვიპტე) მეფე პტოლემე V-ის განკარგულებით გამოცემული ბრძანება. ბრძანების ტექსტი წარმოდგენილია სამი დამწერლობით: ზედა წარწერა შესრულებულია ძველეგვიპტური იეროგლიფებით, შუა — ეგვიპტური დემოტური, ხოლო ქვედა — ბერძნული დამწერლობით. რადგანაც სამივე წარწერა, არსებითად, ერთსა და იმავე ტექსტს წარმოადგენს (მათ შორის მხოლოდ უმნიშვნელო სხვაობაა), ქვა ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის საქმეში გასაღებად იქცა. მიჩნეულია, რომ ქვა თავდაპირველად ტაძარში იყო განთავსებული, რომელიც, შესაძლოა, ძველეგვიპტურ ქალაქ საისთან არსებობდა. სავარაუდოდ, იგი ადრექრისტიანულ ან შუა საუკუნეების პერიოდში გადააადგილეს და საბოლოოდ, ნილოსის დელტაში მდებარე ქალაქ რაშიდის (როზეტა) მახლობლად მდებარე ფორტ ჟულიენის მშენებლობისას სამშენებლო მასალად გამოიყენეს. ქვა 1799 წელს ხელახლა აღმოაჩინა ნაპოლეონის ეგვიპტის ექსპედიციის ლეიტენანტმა პიერ-ფრანსუა ბუშარმა. ის წარმოადგენდა ჩვენამდე მოღწეულ პირველ ძველეგვიპტურ ბილინგვურ ტექსტს და რადგანაც შესაძლებლობას იძლეოდა, გაეშიფრათ მანამდე გაუგებარი უძველესი ენა, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ევროპის მუზეუმებსა და მეცნიერებს შორის ფართოდ გავრცელდა ქვის ლითოგრაფიული და თაბაშირისაგან დამზადებული ასლები. ამასობაში, 1801 წელს, ბრიტანულმა ძალებმა ფრანგები ეგვიპტეში დაამარცხეს, ალექსანდრიის კაპიტულაციით ხელში ჩაიგდეს ქვა და ლონდონში გადააგზავნეს. 1802 წლიდან მოყოლებული როზეტის ქვა თითქმის უწყვეტადაა გამოფენილი საჯაროდ და ბრიტანეთის მუზეუმის ყველაზე მეტად მონახულებადი ობიექტია.
ვანგა (ბულგ. Ванга; დ. 31 იანვარი, 1911 — გ. 11 აგვისტო, 1996) — ბულგარელი ნათელმხილველი. დაიბადა ოსმალეთის იმპერიაში, ბულგარელი გლეხის ოჯახში. ცხოვრების უმეტესი ნაწილი ცხოვრობდა სოფელ პეტრიჩში. ბოლო 20 წელი ხალხს რუპიტესაში იღებდა.
სრული სახელია ვანგელია პანდევა გუშტეროვა (ბულგ. Вангелия Пандева Гущерова). სახელი „ვანგელია“ (ბერძნ. Ευαγγελία) ნიშნავს „კეთილ ამბავს“. ის აგრეთვე ცნობილია, როგორც ბაბა ვანგა (Баба Ванга).- გამბიის პრეზიდენტი იაჰია ჯამე დათანხმდა კონსტიტუციური კრიზისისა და ქვეყანაში ECOWAS-ის ჯარების შეჭრის შემდეგ დაეტოვებინა თანამდებობა.
- ანტონიო ტაიანი (სურათზე) ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.
- კრიშტიანუ რონალდუს ფიფა-ს მიერ დაწესებული საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა.
- სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.
- ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი გარდაიცვალა 60 წლის ასაკში, ხოლო მეორე დღეს დედამისი, მსახიობი დები რეინოლდსი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ინგლისელი კომპოზიტორი და მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- 1747 : პირველი ვენერიულ დაავადებათა კლინიკა გაიხსნა ლონდონის ლოკის ჰოსპიტალში.
- 1865 : აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში მონობა გააუქმა.
- 1876 : აშშ-ში ადგილობრივ ინდიელებს რეზერვაციებში ასახლებენ.
- 1915 : პირველ მსოფლიო ომში გერმანიამ რუსების წინააღმდეგ მხუთავი აირი გამოიყენა.
- 1929 : სსრკ-ის მთავრობამ ლევ ტროცკი ქვეყნიდან გააძევა.
- 1950 : აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა წყალბადის ბომბის დამუშავების პროგრამის დაწყება გამოაცხადა.
- 1961 : შიმპანზე ჰემი (სურათზე) პირველი ჰომინიდი გახდა, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა.
- 1990 : პირველი მაკდონალდსი გაიხსნა მოსკოვში (რუსეთი).
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- მცხეთის დავითნის სახელით ცნობილი X-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთ უძველესი ნიმუშია; ერთ-ერთ გვერდზე (246-r-v) წარმოდგენილია ციფრები კლებადობის მიხედვით, 9-დან 1-მდე (იხ. სურათზე).
- მარტინ ლუთერის მიერ გამოთქმული ანტისემიტური მოსაზრებების გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
- შვეიცარიელი იოჰან ფონლანთენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე გოლის გატანა შეძლო. მან ევრო 2004-ზე გოლი 18 წლისამ და 141 დღისამ გაიტანა.
- ვეფხისტყაოსნის დღემდე მოღწეული უძველესი სრული ხელნაწერი კალიგრაფ მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული 1646 წელს. ამავე ხელნაწერს ერთვის ვეფხისტყაოსნის დღეისათვის ცნობილი უძველესი ილუსტრაციები, რომლებიც აგრეთვე მამუკა თავაქალაშვილს ეკუთვნის.
- ჰეროდოტეს ცნობით, ჯერ კიდევ ძვ. წ. XXX საუკუნეში მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი, რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.
- დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის, ასტრონომიულ წელიწადთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ყველაზე ზუსტია შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელსაც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოიყენებენ.
- 1957 წელს BBC-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ აშენებენ შვეიცარიაში სპაგეტის ხეებს და იღებენ მოსავალს. ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
| ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
| ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
| ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
| ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||