მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის საცხოვრებლის ან ოთახის შეთავაზება გსურთ სტუმრებისთვის — Airbnb დაგეხმარებათ, მარტივად და უსაფრთხოდ უმასპინძლოთ. თქვენ სრულად აკონტროლებთ თავისუფალ თარიღებს, ფასებს, სახლის წესებს და სტუმრებთან ურთიერთობის ფორმას.

თქვენი, თქვენი საცხოვრებლისა და ნივთების უსაფრთხოების დაცვის მიზნით გთავაზობთ თითოეული ჯავშნისთვის საკუთრების დაზიანების შემთხვევების დაზღვევას 1 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო უბედური შემთხვევების დაზღვევას დამატებით 1 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში.

დაუთმეთ ნებისმიერი საცხოვრებელი სივრცე სტუმრებს სარეგისტრაციო ხარჯების გარეშე — იქნება ეს საერთო მისაღები ოთახი თუ სახლი მთლიანად.
დაუთმეთ ნებისმიერი საცხოვრებელი სივრცე სტუმრებს სარეგისტრაციო ხარჯების გარეშე — იქნება ეს საერთო მისაღები ოთახი თუ სახლი მთლიანად.
აირჩიეთ საკუთარი განრიგი, ფასები და მოთხოვნები სტუმრების მიმართ. მზად ვართ დასახმარებლად.
აირჩიეთ საკუთარი განრიგი, ფასები და მოთხოვნები სტუმრების მიმართ. მზად ვართ დასახმარებლად.
განცხადების გამოქვეყნების შემდეგ თქვენი მოთხოვნების შესაბამისი სტუმრები შეძლებენ თქვენთან დაკავშირებას. სტუმრობამდე შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვით მიმართოთ.
განცხადების გამოქვეყნების შემდეგ თქვენი მოთხოვნების შესაბამისი სტუმრები შეძლებენ თქვენთან დაკავშირებას. სტუმრობამდე შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვით მიმართოთ.
დენისი მასპინძლობს ლონდონში, რადგან კარგად ესმის მოქნილი გრაფიკის ფასი

გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ენდობოდეთ სტუმრებს, რომლებიც თქვენთან დარჩენას აპირებენ. Airbnb საშუალებას გაძლევთ, დააწესოთ მკაცრი მოთხოვნები დაჯავშნის მსურველთათვის და გაიცნოთ ისინი, სანამ უმასპინძლებთ. ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ჩვენი გარანტია მასპინძლებისთვის ფარავს საკუთრების დაზიანების შემთხვევებს, ხოლო მასპინძლების დაზღვევა — პირად პასუხისმგებლობას. ასე რომ, ნუ ღელავთ.
ფასებს თავად აწესებთ. გჭირდებათ დახმარება? ჩვენი ხელსაწყოები დაგეხმარებათ, თქვენს რეგიონში არსებულ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოხვიდეთ.
ფასებს თავად აწესებთ. გჭირდებათ დახმარება? ჩვენი ხელსაწყოები დაგეხმარებათ, თქვენს რეგიონში არსებულ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოხვიდეთ.
რეგისტრაცია უფასოა. Airbnb, როგორც წესი, მასპინძლებს აჭრის ფიქსირებულ 3%-ს ყოველ ჯავშანზე, რაც ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადია.
რეგისტრაცია უფასოა. Airbnb, როგორც წესი, მასპინძლებს აჭრის ფიქსირებულ 3%-ს ყოველ ჯავშანზე, რაც ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადია.
სტუმრის დაბინავების შემდეგ ანაზღაურების გაცემა შეგვიძლია Paypal-ის, პირდაპირი ჩარიცხვის ან სხვა ხელმისაწვდომი მეთოდების მეშვეობით.
სტუმრის დაბინავების შემდეგ ანაზღაურების გაცემა შეგვიძლია Paypal-ის, პირდაპირი ჩარიცხვის ან სხვა ხელმისაწვდომი მეთოდების მეშვეობით.
ტესა ლონდონში მასპინძლობს, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოს
ტესა ლონდონში მასპინძლობს, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოს
ტესა ლონდონში მასპინძლობს, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოს
ტესა ლონდონში მასპინძლობს, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოს
მასპინძლები Airbnb-ზე
მასპინძლები Airbnb-ზე
Airbnb-ს მეშვეობით სტუმრობების საშუალო რაოდენობა თითოეულ ღამეს
Airbnb-ს მეშვეობით სტუმრობების საშუალო რაოდენობა თითოეულ ღამეს
ახალი მასპინძლები ყოველთვიურად
ახალი მასპინძლები ყოველთვიურად
დასარჩენი და დროის გასატარებელი ადგილების მეშვეობით Airbnb აკავშირებს ადამიანებს მთელ მსოფლიოში. ჩვენს გაერთიანებას აძლიერებენ ის მასპინძლები, რომლებიც სტუმრებს ადგილობრივების მსგავსად მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობენ.

გაქვთ თავისუფალი ოთახი, სახლი ან განსაკუთრებული ცოდნა? გაუზიარეთ ის სტუმრებს მთელი მსოფლიოდან და მიიღეთ შემოსავალი! მასპინძლობა შეგიძლიათ სტუმრების დაბინავებით, მათთვის ღონისძიებების ორგანიზებით ან ამ ორივეს კომბინირებით. თქვენ თავად წყვეტთ, როდის უმასპინძლოთ.

Airbnb-ს მეშვეობით მასპინძლობის დაწყება თითქმის ყველგან მარტივია, განცხადების შექმნა კი ყოველთვის უფასოა. მთლიანი ბინები და სახლები, ცალკე ოთახები, სახლები ხეზე და ციხესიმაგრეები საკუთრებათა მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა შესახებ განცხადებებიც მასპინძლებმა Airbnb-ზე გამოაქვეყნეს.
მასპინძლების მიმართ მოლოდინის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით Airbnb გაერთიანების სტანდარტებს, სადაც განმარტებულია უსაფრთხოების, დაცულობის, საიმედოობისა და სტუმართმოყვარეობის სტანდარტები. მათი დახმარებით მასპინძლები სტუმრებისგან საუკეთესო მიმოხილვებს იღებენ.
Airbnb-ს მეშვეობით მოგზაურობა რომ შეძლონ, ყველა მომხმარებელმა უნდა მოგვაწოდოს გარკვეული ინფორმაცია. დაჯავშნის მოთხოვნისთვის სტუმრებმა აღნიშნული ინფორმაცია სრულად უნდა მიუთითონ. ეს ინფორმაცია საჭიროა, რომ იცოდეთ, ვის ელოდოთ და როგორ დაუკავშირდეთ სტუმარს.
Airbnb სტუმრებს სთხოვს შემდეგს: • სახელი და გვარი • ელფოსტის მისამართი • ტელეფონის დადასტურებული ნომერი • გაცნობითი შეტყობინება • თქვენი სახლის წესებზე თანხმობა • ინფორმაცია გადახდის შესახებ
სტუმრებს ვთხოვთ, თუმცა არ ვავალდებულებთ, ჰქონდეთ პროფილის სურათი. ამას გარდა, თქვენი საცხოვრებლის დაჯავშნამდე შეგიძლიათ სტუმრებს მოსთხოვოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
Airbnb-ზე რეგისტრაცია და განცხადების გამოქვეყნება სრულიად უფასოა.
ჯავშნის მიღებისთანავე მისი ღირებულებიდან ჩამოგაჭრით Airbnb-ს მომსახურების გადასახადს მასპინძლებისთვის, რომელიც, როგორც წესი, შეადგენს 3%-ს და პლატფორმის მუშაობის უზრუნველყოფაში გვეხმარება.
Airbnb-ს 1 000 000$-იანი გარანტია მასპინძლებისთვის განკუთვნილია იმ იშვიათი შემთხვევებისთვის, როცა გირაო საკუთრების დაცულობისთვის არ არის შეტანილი ან მიყენებულ ზარალზე ნაკლებია.
გარანტია მასპინძლებისთვის არ ფარავს ნაღდ ფულსა და ფასიან ქაღალდებს, საკოლექციო ნივთებს, ხელოვნების იშვიათ ნიმუშებს, ძვირფას ნივთებს, შინაურ ცხოველებსა და პირად პასუხისმგებლობას. საცხოვრებლის გაქირავებისას მასპინძლებს ვურჩევთ, შეინახონ ან სახლში არ დატოვონ ფასეული ნივთები. პროგრამა, ასევე, არ ვრცელდება საკუთრების დაკარგვაზე ან ცვეთის გამო დაზიანებაზე.
ვრცლად მასპინძლებისთვის გარანტიის შესახებ: http://airbnb.com/guarantee
შეთავაზებული საცხოვრებლის ფასს თავად აწესებთ. გადაწყვეტილების მიღებისას საბაზრო ფასებზე წარმოდგენის შესაქმნელად შეგიძლიათ მოიძიოთ მსგავსი განცხადებები თქვენს ქალაქსა თუ უბანში. დამატებითი გადასახადები > — დასუფთავების გადასახადი: დასუფთავების გადასახადი შეგიძლიათ შეიტანოთ ერთი ღამის ფასში ან გამოყოთ ცალკე ფასის პარამეტრებიდან. > — სხვა გადასახადები: ჯავშნის დადასტურებამდე სტუმრები უნდა გააფრთხილოთ ნებისმიერი დამატებითი გადასახადის შესახებ (მაგალითად, გვიანი დაბინავების ან შინაური ცხოველის გადასახადზე). დამატებითი თანხის მოთხოვნა პრობლემების მოგვარების ცენტრიდან შეგიძლიათ.
Airbnb-ს გონივრული ფასწარმოქმნის ხელსაწყოს მეშვეობით ფასები შეგიძლიათ დააწესოთ იმგვარად, რომ ისინი ავტომატურად აიწევს ან დაიწევს მსგავს განცხადებებზე მოთხოვნის ცვლილების მიხედვით.
ფასებს ყოველთვის თავად აკონტროლებთ — გონივრული ფასწარმოქმნა იყენებს თქვენ მიერ განსაზღვრულ პარამეტრებს. ცალკეული ღამეების ფასების კორექტირება კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
გონივრული ფასწარმოქმნა ითვალისწინებს თქვენ მიერ შეთავაზებული საცხოვრებლის ტიპს, მდებარეობას, სეზონს, მოთხოვნასა და სხვა ფაქტორებს (მაგალითად, იმართება თუ არა რაიმე ღონისძიება ახლომახლო).