Firefox Developer Edition

შექმნილი მათთვის, ვინც ინტერნეტს ქმნის

ერთადერთი ბრაუზერი, რომელიც დეველოპერებისთვისაა შექმნილი.

Firefox Developer Edition — ქართული

თქვენი სისტემა შესაძლოა Firefox-ის მოთხოვნებს არ ექვემდებარებოდეს, მაგრამ შეგიძლიათ ამ ვერსიებიდან ერთ-ერთი ცადოთ:

Firefox Developer Edition — ქართული

თქვენი სისტემა ვერ აკმაყოფილებს Firefox ბრაუზერის მოთხოვნებს.

თქვენი სისტემა ვერ აკმაყოფილებს Firefox ბრაუზერის მოთხოვნებს.

Please follow these instructions to install Firefox.

Firefox პირადულობა
Firefox Developer Edition
  • შექმნილია დეველოპერებისთვის

    ბრაუზერი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ დეველოპერებისათვის, Firefox Developer Edition შექმნილია და ჩაფიქრებულია სამუშაოდ. შეიმუშავეთ, შეამოწმეთ, მოარგეთ ზომებს და ა.შ. პირველად ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ ერთი ადგილიდან.

  • გამართეთ ნებისმიერი ბრაუზერი

    შეამოწმეთ და გამართეთ თქვენი აპლიკაციები ერთბაშად ყველა ბრაუზერისა და მოწყობილობისთვის Valence-ის საშუალებით — მძალვრი გაფართოება, რომელიც მოყვება მხოლოდ Firefox Developer Edition-ს.

  • დაპროგრამება პიქსელური სიზუსტით

    თავსებადი დიზაინის ხედვით, ეკრანის სხვადასხვა ზომებზე მორგება და CSS-ის გაუმჯობესება ჩაშენებული სტილის რედაქტორით, პიქსელური სიზუსტით დაპროგრამების საშუალებას იძლევა.

ყველა თქვენთვის სასურველი dev tools და სხვა

Firefox Developer Edition-ის სამუშაოდ საჭირო ძირითადი ხელსაწყოები, მძლავრი გაფართოებების დამატების შესაძლებლობასთან ერთად საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ერთდროულად მრავალ პლატფორმაზე. რასაც აქამდე იყენებდით, მხოლოდ გაუმჯობესდება. ეს ყველაფერი მხოლოდ Firefox-ისგან.

  • ეკრანის ანაბეჭდი

    ვიზუალური რედაქტირების ხელსაწყოები

    ვიზუალურად შეასწორეთ გვერდზე არსებული CSS და HTML ანიმაციები Inspector ზოლის საშუალებით. შეამოწმეთ თითოეული ელემენტის განლაგების სისწორე, ზომები, საზღვრები სახაზავის და საზომი ხელსაწყოების დახმარებით.

    გაოგეთ მეტი ვიზუალური რედაქტირების ხელსაწყოებზე
  • ეკრანის ანაბეჭდი

    DevTools Challenger

    ისარგებლეთ Developer Edition-ის ვიზუალური ანიმაციისა და CSS-ის რედაქტირების ხელსაწყოებით, არაჩვეულებრივ ქმნილებებზე უერთიერთქმედებისა და სიღრმისეულად გაცნობისთვის.

    გამოსცადეთ DevTools Challenger
  • ეკრანის ანაბეჭდი

    წარმადობის ხელსაწყოები

    გამოიკვლიეთ თქვენი ვებ-შიგთავსის კადრის სიხშირე, მეხსიერების მოხმარება და JS პროფილის მონაცემები შემაჯამებელი დროით ზოლის საშუალებით, წარმადობის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

    გაიგეთ მეტი წარმადობის ხელსაწყოებზე
  • ეკრანის ანაბეჭდი

    Page Inspector

    გამოსცადეთ ნებისმიერი ვებ-გვერდის HTML და CSS, მარტივად გარდაქმენით გვერდის აგებულება და განლაგება.

    გაიგეთ მეტი Page Inspector-ის შესახებ
  • ეკრანის ანაბეჭდი

    ვებ-აუდიო რედაქტორი

    იმუშავეთ და გამოიკვლიეთ ვებ-აუდიო API რეალურ დროში, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა აუდიო კვანძთან კავშირი საიმედოდაა უზრუნველყოფილი.

    გაიგეთ მეტი ვებ-აუდიო რედაქტორის შესახებ
  • ეკრანის ანაბეჭდი

    ვებ-კონსოლი

    იხილით ვებ-გვერდთან დაკავშირებული აღრიცხული მონაცემები და გამოიყენეთ ვებ-კონსოლი, გვერდებზე JavaScript-ით ზემოქმედებისთვის.

    გაიგეთ მეტი ვებ-კონსოლის შესახებ
  • ეკრანის ანაბეჭდი

    JavaScript გამმართველი

    ნახეთ JavaScript კოდი, გამოცადეთ მისი მუშაობა ან გარდაქმენით ხარვეზების აღმოსაჩენად.

    გაიგეთ მეტი JavaScript გამმართველის შესახებ
  • ეკრანის ანაბეჭდი

    ქსელის კონტროლი

    იხილეთ ქსელში ბრაუზერის მიერ გაგზავნილი ყველა მოთხოვნა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდა თითოეული და სხვა დაწვრილებითი მონაცემები.

    გაიგეთ მეტი ქსელის კონტროლის შესახებ
  • ეკრანის ანაბეჭდი

    სტილის რედაქტორი

    ნახეთ და შეასწორეთ ვებ-გვერდზე არსებული CSS სტილი, ან შექმენით ახალი და დაუკავშირეთ არსებულ CSS სტილებს ნებისმიერ გვერდზე.

    გაიგეთ მეტი სტილის რედაქტორის შესახებ
  • ეკრანის ანაბეჭდი

    თავსებადი დიზაინით ჩვენება

    იხილეთ, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ვებ-გვერდი ან აპლიკაცია განსხვავებული ზომის ეკრანებზე, ბრაუზერის ფანჯრის ზომის შეცვლის გარეშე.

    გაიგეთ მეტი თავსებადი დიზაინით ჩვენებაზე
  • ეკრანის ანაბეჭდი

    Valence

    შეიმუშავეთ და გამართეთ თქვენი აპლიკაციები ერთბაშად ყველა ბრაუზერისა და მოწყობილობისთვის ამ მძალვრი გაფართოების დახმარებით, რომელიც მოყვება Firefox Developer Edition-ს.

    გაიგეთ მეტი Valence-ზე