Tor თითოეულ საიტს, რომელსაც ეწვევით მიჯნავს ერთმანეთისგან, შედეგად მეთვალყურე ელემენტები და რეკლამები, ვერ შეძლებს თქვენს მოქმედებებზე თვალის მიდევნებას. საიტის ყველა მონაცემი იშლება პროგრამის დახურვისთანავე. აგრეთვე, სუფთავდება მონახულებული გვერდების ისტორიაც.
Tor-ბრაუზერი არ აძლევს სხვებს საშუალებას, თვალი ადევნონ თქვენს კავშირებს და დაადგინონ, რომელ საიტებს ეწვევით. ყველას, ვისაც თქვენი ქსელის ზედამხედველობის შესაძლებლობა აქვს, მხოლოდ იმის ნახვა შეეძლება, რომ იყენებთ Tor-ს.
Tor-ბრაუზერი უზრუნველყოფს, რომ ყველა მომხმარებელი გამოიყურებოდეს ერთნაირად და შეუძლებელი იყოს მათი ერთმანეთისგან გამორჩევა პროგრამის ან მოწყობილობის მონაცემების მეშვეობით.
თქვენი მიმოცვლილი მონაცემები გადაიცემა და იშიფრება სამი წერტილის გავლით Tor-ქსელში. Tor-ქსელი კი შედგება ათასობით მოხალისის მიერ გაშვებული სერვერებისგან, რომელთაც Tor-გადამცემებს უწოდებენ.
Tor-ბრაუზერის დახმარებით, შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა ნებისმიერ საიტზე, რომელიც შესაძლოა თქვენი ქსელიდან შეზღუდული იყოს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა შეეძლოს ინტერნეტის გამოყენება, პირადი მონაცემების გაუმჟღავნებლად. ჩვენ წარმოვადგენთ Tor-პროექტს, აშშ-ს 501(c)3 არამომგებიან დაწესებულებას. ჩვენ ყველაფერზე წინ ვაყენებთ ადამიანის უფლებებს და ვიცავთ თქვენს პირად მონაცემებს ინტერნეტში თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფითა და ღია ქსელებით. გაიცანით ჩვენი გუნდი.